ქართულიEnglishРусский
სასტუმროს შესახებ

სასტუმრო მთის საუკეთესო კურორტ ბაკურიანში საკუთარი სათხილამური ტრასით

43 კომფორტული ორადგილიანი ნომერი; 8 „ ლუქსი “: 2 გაერთიანებული ოთახებით, 6 ოროთახიანი „ლუქსი“; ყველა ნომერში არის ტელეფონი, აბაზანა ან საშხაპე , ტელევიზორი თანამგზავრული ანტენით. პირველი და მეორე სართულის ყველა ნომერს აქვს აივანი.

სასტუმროში მუშაობს 3 ბარი-ფოიეში , საბილიარდოსა და აუზის ვერანდაზე.ბარ–რესტორანი „ხიჟინა“, რომელიც სასტუმროს ეზოში მდებარეობს, დილის 11 საათიდან ბოლო სტუმრამდე ღიაა, გთავაზობთ ქართული და ევროპულ კერძებს.
წვეულებებისათვის შეკვეთები მიიღება წინასწარ.

ზამთარშიც და ზაფხულშიც სასტუმროში მუშაობს ბავშვთა ოთახი, უფასო კინოთეატრი. საბავშვო მოედანი ღია ცის ქვეშ აღჭურვილია საქანელებით და სასრიალოებით.

სასტუმრო გთავაზობთ საუკეთესო პირობებს სპორტული აქტივობისა და დასვენებისათვის წლის ყველა სეზონზე: დახურული საცურაო აუზი 15X6, სიღრმე 1,5 მ. მუშაობს ყოველდღე 10-22 სთ.-მდე, სასტუმროს ძირითადი და აუზის კორპუსები დაკავშირებულია შიდა გადასასვლელით. მასაჟის კაბინეტი; საუნა; სპორტდარბაზი- შესაძლებელია ჩოგბურთის, კალათბურთის, ფეხბურთისმოედნის და საჭიდაო დარბაზის მოწყობა; ტრენაჟორები; ბილიარდი; მაგიდის ჩოგბურთი.

„თრიალეთი პალასი“ ერთადერთია ბაკურიანში, რომელსაც საკუთარი 1700 მ სიგრძის სათხილამურო ტრასა აქვს. სასტუმროში არის SKIDEPO-სათხილამურო აღჭურვილობის შესანახი საგანგებო სათავსო. სასტუმროში მუშაობს თხილამურების გაქირავების სერვისი.

სასტუმროში შესაძლებელია საერთაშორისო და საქალაქთაშორისო ტელეფონით, ფაქსით, ქსეროქსით სარგებლობა. უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა დამატებითი საფასურის გარეშე შესაძლებელია სასტუმროს მთელს ტერიტორიაზე.
სასტუმროს ჰყავს 24 საათიანი დაცვა. სასტუმროს ეზოში არის კეთილმოწყობილი უფასო ავტოსადგომი. სასტუმროს აქვს ავტომატური გაზმომარაგება, წყლის საკუთარი რეზერვუარი. 24 საათიანი ელექტრო და წყალმომარაგება.