ქართულიEnglishРусский
სამონადირეო მეურნეობა

ტრადიციული სამონადირეო მეურნეობა საგარეჯოში, მშვენიერი არჩევანი და მონადირული აზარტი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის გზაზე მდებარე ხიდიდან ხელმარცხნივ, მდინარე იორის დინების მიმართულებით, 1000 ჰექტარის ფართობზე უმშვენიერესი ჭალა და ტყეებია გაშლილი. აქ ტრადიციული სამონადირეო მეურნეობა დაგხვდებათ, სადაც შესაძლებელია როგორც ნადირობა, ასევე თევზაობაც.

მწყერზე ნადირობა 20 აგვისტოდან ოქტომბრის დასაწყისამდე გრძელდება. მეურნეობა ვალდებულებას იღებს მოგაძებნინოთ კარგი სანადირო ადგილი, მოგამარაგოთ ძაღლებით, იარაღით (საჭიროების შემთხვევაში) და ტყვიით, შემოგთავაზოთ ღამის გასათევი და, რა თქმა უნდა, კვება.

სამონადირეო სასტუმროს ერთდროულად 12-15 მონადირის მომსახურება შეუძლია. აქ დაგხვდებათ კომფორტული ნომრები, ცხელი წყალი, კვება.