ქართულიEnglishРусский
სერვისები

როგორც ფრინველზე, ასევე ცხოველზე ნადირობისას სამონადირეო მეურნეობა უზ-რუნველგყოფთ ტრანსპორტით, ინსტრუქტორებით, გამყოლებითა და ძაღლებით. თუ გსურთ ინდივიდუალური დაკვეთის მიხედვით მოგემსახურონ, სამონადირეო მეურნეობას წინასწარ დაუკავშირდით ტელეფონით ან ინტერნეტით.

ამგვარი დაკვეთების მიხედვით ორგანიზებული ტურის საფასურზე შეთანხმებაც კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად ხდება.

უცხოელ სტუმრებს მომსახურების სრულ პაკეტს სთავაზობენ. იგი ითვალისწინებს აეროპორტში დახვედრას, თბილისის სასტუმროში დაბინავებას, გამგზავრებას სამონადირეო მეურნეობაში, სასტუმროთი მომსახურებას, ძაღლებით, სამონადირეო ინვენტარითა და იარაღით უზრუნველყოფას.

ღორზე ნადირობა მხოლოდ სარეკით, ძაღლების მეშვეობით ხდება. ხოლო სათვალთვალო კოშკებიდან ამორჩეულ ინდივიდებზე შებინდებისას და ღამით ნადირობენ.