ქართულიEnglishРусский
ნადირობა

მეურნეობაში შეგიძლიათ ინადიროთ ღორზე, ხოხობზე , სხვადასხვა სახეობის წყალ-მცურავ ფრინველზე (იხვი, ბატი და სხვა) , ასევე მტაცებლებზე-მგელზე,  ტურაზე, კატასა და მელიაზე ნადირობის სეზონი  ოქტომბრის მეორე ნახევრიდან იწყება და პირველ იანვრამდე გრძელდება. გამორჩევით ტახზე ნადირობა შეგიძლიათ პირველ თებერვლამდე გააგრძელოთ სამონადირეო მეურნეობის სპეციალური სათვალთვალო კოშკურებიდან.

სამონადირეო მეურნეობის სპეციალურ ვოლიერში ხდება კოლხური ხოხბის მოშენება. გარკვეული გრაფიკის მიხედვით ნადირობენ ბეწვიან ცხოველებზე, რის შედეგადაც რეგულირდება მათი რაოდენობა და სასარგებლო სანადირო ობიექტები შენარჩუნებულია. ყოველწლიურად ტარდება ფრინველთა და ცხოველთა  მონიტორინგი, რაზეც არსებობს შესაბამისი, ზოოლოგიური აუდიტის დასკვნა. სამონადირეო მეურნეობა საქმიანობს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.