ქართულიEnglishРусский
სასტუმროს შესახებ

დაისვენეთ ნებისმიერ სეზონზე

“აპოლონი” პირველი იყო ბაკურიანში, რომელმაც ალპური ტრადიციული სტილის სასტუმროს კონცეფცია დაამკვიდრა. სასტუმრო 1998 წელს სამთო კურორტის სტილის შესაბამისად აშენდა და დღემდე ბაკურიანის ერთ–ერთ საუკეთესო სასტუმროდ ითვლება ოჯახური  დასვენებისათვის: სამ-სართულიანი შენობის შიდა ინტერიერში კედლები  და ავეჯი  ადგილობრივი ხის მასალისგანაა დამზადებული, სამი ბუხარი რომანტიულ და მყუდრო განწყობას ქმნის.

სასტუმროში 19 ნომერია, 11 -ორადგილიანი, 5-სამადგილიანი, 1-ოთხადგილიანი, 2- ლუქსი. “ლუქსი” შედგება ორი საძინებელი და ერთი მისაღები ოთახისგან.ყოველ ნომერში არის ტელევიზორი სატელიტური მაუწყებლობით, აბაზანა ან საშხაპე. საგზურის ღირებულებაში შედის ოთხჯერადი კვება, საუნა, მაგიდის ჩოგბურთი. დამატებითი გადასახადი ეხება მხოლოდ დიდ რუსულ ბილიარდს.
უკაბელო  ინტერნეტით სარგებლობა შესაძლებელია სასტუმროს ფოიესა და სასადილო ოთახებში დამატებითი საფასურის გარეშე.
სასტუმროში არის დარბაზი ტრენინგებისა და კონფერენციების ჩასატარებლად.

„აპოლონი“ 12 თვის განმავლობაში მუშაობს, სასტუმროს პერსონალის კეთილსინდისიერება, თითოეული სტუმრისადმი ინდივიდუალური მიდგომა და ხანგრძლივი გამოცდილება სასტუმრო “აპოლონში” დაუვიწყარ დასვენებას გპირდებათ.

სასტუმრო განახლდა 2010 წლის ნოემბერში.